სემნები კოდორის დაბომბვაზე კომენტარს აკეთებს

გაეროს დამკვირვებელთა მისიის დასკვნამ აჩვენა, რომ 11 მარტს ზემო კოდორის ხეობაზე მომხდარი თავდასხმა ”ძალიან საშიში ინციდენტი იყო,” განაცხადა პიტერ სემნებიმ,  ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში.


”ეს [დასკვნა] არ იძლევა სრულ სურათს მომხდართან დაკავშირებით, მაგრამ საკმაოდ ნათელ წარმოდგენას ქმნის იმის დასკვნისათვის, რომ ეს იყო ძალიან საშიში ინციდენტი და ძალზედ საშიში თავდასხმის ფაქტი,”- განუცხადა სემნებიმ ჟურნალისტებს თბილისში 28 ივლისს.


გაეროს დამკვირვებელთა მისიის მოხსენება, რომელიც 12 ივლისს გამოქვეყნდა,  მიანიშნებს, თუმცა გადაჭრით არ იძახის, რომ რუსული სამხედრო ვერტმფრენები შესაძლოა მართლაც მონაწილეობდნენ 2007 წლის 11 მარტს ზემო კოდორის ხეობის დაბომბვაში.
 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version