საპრეზიდენტო კანდიდატი გია მაისაშვილი ”მომავლის პარტიას” ქმნის

ეკონომისტი გია მაისაშვილი, რომელმაც მაისში საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა, ახალ ოპოზიციურ პარტიას  –  ”მომავლის პარტიას”  – აყალიბებს.


მან დღეს პარტიის რეგისტრაციის განაცხადით იუსტიციის სამინისტროს მიმართა.


მაისაშვილის განცხადებით, პარტია მონაწილეობას მიიღებს 2008 წელს შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში.


”ეს არ იქნება პარტია, სადაც წარუმატებელი ე.წ. პოლიტიკოსები იმოღვაწებენ. ეს არის პარტია, რომელიც დააარსეს წარმატებულმა ადამიანებმა”- განუცხადა გია მაისაშვილმა ჟურნალისტებს 27 ივლისს.


გია მაისაშვილი მოძრაობა ”მომავლის მთავრობის” და საგანმანათლებლო ”ლიდერთა სკოლის” დამფუძნებელია. იგი დიდი ხნის მანძილზე ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა და საქართველოში 2003 წლის ”ვარდების რევოლუციამდე” ცოტა ხნით ადრე დაბრუნდა და მაშინდელი ოპოზიციის ლიდერს მიხელ სააკაშვილს დაუახლოვდა. მაშინ მაისაშვილი ამჟამინდელ პრეზიდენტს ეკონომიკურ საკითხებში უწევდა კონსულტაციებს; თუმცა, რევოლუციის შემდეგ მათი გზები გაიყარა.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version