საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა 25 ივლისს სატელეფონო საუბარი გამართა თავის აზერბაიჯანელ კოლეგასთან ელმარ მამედიაროვთან.
საუბრისას მინისტრებმა განიხილეს ორმხრივ ურთიერთობები და აქტუალური საერთაშორისო საკითხები, იტყობინება საგარეო საქმეთა სამინისტრო.