მოსკოვი შსკ-ს პლენარულ სხდომამდე თანათავმჯდომარეთა შეხვედრას ითხოვს

რუსული მხარე გამოდის ინიციატივით 1-3 აგვისტოს თბილისში შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ ) თანათავმჯდომარეთა შეხვედრა გაიმართოს, სადაც პლენარული სხდომის დღის წესრიგი და თარიღი განისაზღვრება, იუწყება ”რია ნოვოსტი” 20 ივლისს.


ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩმა, შსკ-ს რუსული მხარის თანათავმჯდომარემ იური პოპოვმა განაცხადა მას შემდეგ, რაც ქართული მხარე გამოვიდა ინიციატივით შსკ-ს პლენარული სხდომა 25-26 ივლისს თბილისის ეუთოს მისიის ოფისში ჩატარდეს.


”მიზანშეწონილად მიგვაჩნია შეთანხმებული დღის წესრიგი მოვამზადოთ, განვსაზღვროთ აქტუალური საკითხები, რომელთა გადაწყვეტაცაა საჭირო,”- განაცხადა პოპოვმა.


 

Exit mobile version