საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დავით კეზერაშვილმა და აშშ-ს თავდაცვის უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტოს დირექტორმა, გენერალ-ლეიტენანტმა ჯეფრი ბ. კოჰლერმა 16 ივლისს თბილისში გამართულ შეხვედრაზე ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
”ამერიკულმა მხარემ სპეციალური დანიშნულების ნაწილების მოსამზადებელი პროგრამების შემუშავების და წვრთნაში მონაწილეობის მიღების სურვილი გამოთქვა,”- იტყობინება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
შეხვედრას ასევე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბათუ ქუთელია, აშშ-ს სამხედრო ატაშე მეთიუ ბრენდი და თავდაცვის თანამშრომლობის ორგანიზაციის (ODC) ხელმძღვანელი რობერტ ჰამილტონი დაესწრნენ.
ამერიკელი სტუმრები საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსს ზაზა გოგავასაც შეხვდნენ.