ბულგარული კომპანია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლობას სთავაზობს

ბულგარული კერძო კომპანიის Jotov & Son-ის წარმომადგენლებს 9 ივლისს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ უმასპინძლა.


კომპანია Jotov & Son ვერტმფრენების და თვითმფრინავების ტექნიკურ დათვალიერებას, შეკეთებას და სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფას ახორციელებს.


კომპანიის ხელმძღვანელი ივაილო იოტოვი საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეს ვერა ძნელაძეს და სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს კახა სურმავას შეხვდა.


”შეხვედრაზე ბიზნესმენმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ამ სფეროში მომსახურება შესთავაზა,” – იტყობინება სამინისტრო.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version