რუსმა და ქართველმა დიპლომატებმა ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს

საქართველოში რუსეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ვიაჩესლავ კოვალენკომ 9 ივლისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ნიკოლოზ ვაშაკიძესთან საქართველო-რუსეთის ურთიერთობების აქტუალური საკითხები განიხილა.


შეხვედრა რუსული მხარის თხოვნით შედგა.


ორი დღით ადრე სატელეფონო საუბარი გამართეს ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიორგი მანჯგალაძემ და  მისმა რუსმა კოლეგამ გრიგორი კარასინმა. 


მხარეები შეთანხმდნენ დიალოგის გაგრძელების თაობაზე, იტყობინება საქართველოს საგარეო უწყება 9 ივლისს.


 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version