ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ივაილო კალფინი, რომელიც ასევე პრემიერ-მინისტრის მოადგილეა, 8-9 ივლისს ოფიციალური ვიზიტით საქართველოში იმყოფება, იტყობინება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
საგარეო საქმეთა მინისტრთან გელა ბეჟუაშვილთან დღეს დაგეგმილ შეხვედრაზე მხარეები ორმხრივი ურთიერთობების და საქართველოს ნატოში და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შესახებ იმსჯელებენ.