ბურჯანაძე კიევს სტუმრობს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ოფიციალური ვიზიტით უკრაინას 5 ივლისს ეწვია, სადაც ის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესიის მუშაობაში იღებს მონაწილეობას. 


პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრებს გამართავს უკრაინის პრეზიდენტთან ვიქტორ იუშენკოსთან, უკრაინის პარლამენტის (“ვერხოვნა რადას”) თავმჯდომარესთან ალექსანდრ მოროზთან,  უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან არსენი იაცენიუკთან და “იულია ტიმოშენკოს ბლოკის” ლიდერთან იულია ტიმოშენკოსთან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version