საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი 5 ივლისს რუსეთის ელჩს საქართველოში ვიაჩესლავ კოვალენკოს შეხვდა ამ უკანასკნელის თხოვნით.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე განხილულ იქნა კონფლიქტების დარეგულირების კონტექსტში საქართველო-რუსეთის ურთიერთობის ზოგიერთი საკითხი.