პარლამენტის მიერ დღეს მესამე მოსმენით მიღებული კანონპროექტის თანახმად, 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდები არ დაიშვებიან ტოტალიზატორებში, ხოლო სამორინეებში 21-წლიანი ასაკობრივი ცენზი დაწესდა.
ამ წესის დარღვევის შემთხვევაში ტოტალიზატორებისა და სამორინეების ადმინისტრაციებს 1000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრებათ.
კანონპროეტი პარლამენტმა პირველი მოსმენით განსხვავებული რედაქციით დაამტკიცა და ყველა სახის მომგებიან აზარტულ თამაშებზე 21 წლიან შეზღუდვას დაუჭირა მხარი, რამაც საბოლოოდ, მთავრობის მოთხოვნით, დიფერენცირებული სახე მიიღო.