საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი კოტე კემულარია 1-2 ივლისს ორდღიანი ვიზიტით ირანში იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში კემულარია თავის ირანელ კოლეგასთან ალი ლარიჯანთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან მანუჩარ მოთაქისთან შეხვედრის დროს ორმხრივი ურთიერთობების და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებს განიხილავს.