სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში სამი ადამიანი დაიჭრა

28 ივნისს დილით ქართულ სოფელ თამარეშენიდან ოსური მილიციის საგუშაგოს მიმართულებით გახსნილი ცეცხლის შედეგად ორი ოსი მილიციონერი დაიჭრა, იტყობინება სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი.


ამავე ინფორმაციის თანახმად, ორივე მილიციელი სნაიპერებმა დაჭრეს.


ქართული მედიის ცნობით, 27 ივნისს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში ქართველი პოლიციელი დაიჭრა. 


ამავდროულად, კონფლიქტის ზონაში განთავსებულმა რუსმა  სამშვიდობოებმა 27 ივნისს არ მისცეს ქართულ მხარეს რეგიონში ახალი გზის მშენებლობის განახლების საშუალება.    


ორი კვირის წინ კონფლიქტის ზონაში დაძაბულობის გამწვავების მთავარი მიზეზი გახდა გზის მშენებლობა, რომელიც ორ ქართულ სოფელს – ნიქოზს და ავნევს – ერთმანეთს დაუკავშირებს. სამხრეთ ოსეთის მხარე აცხადებს, რომ ახალი გზა ქართულ მხარეს უპირატესობას მიანიჭებს საომარი მოქმედებების შემთხვევაში.


მშენებლობა მას შემდეგ შეწყდა, რაც სამხრეთ ოსეთის მხარემ 15 ივნისს გზის მახლობლად თავისი ძალები განათავსა.


რუსი სამშვიდობოები აცხადებენ, რომ ქართულმა და ოსურმა მხარეებმა გზის მშენებლობის თაობაზე პოლიტიკურ შეთანხმებას უნდა მიაღწიონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი თქმით, ქართული მხარის ცალმხრივმა გადაწყვეტილებამ მშენებლობის განახლების თაობაზე, შესაძლოა, დაძაბულობა გაამწვავოს.   


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version