”ვფიქრობ, ახლოს ვართ ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარებასთან,” – განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 25 ივნისს სტამბოლში BSEC-ის ქვეყნების ლიდერთა სამიტზე გამოსვლისას.
”სამხრეთ ოსეთში დროებითი ადმინისტრაცია ჩამოვაყალიბეთ და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას სწორედ ეს ადმინისტრაცია პირდება მშვიდობას,” – განაცხადა მან.
მან ასევე აღნიშნა, რომ საზღვრების მთლიანობის დარღვევა შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობისთვის დამანგრეველი იქნება.
”რიტორიკული განცხადებები რეგიონში ახალი საზღვრების თაობაზე, დაუშვებელია და არაჰუმანური,” – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
19 ივნისს ბაქოში სუამის ლიდერთა სამიტზე საუბრისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის ლიდერის ედუარდ კოკოითის ”დრო იწურება” და დასძინა, რომ ”წამზომი ჩაირთო”.