დეპუტატები ანტინარკოტიკულ საკანონმდებლო პაკეტს განიხილავენ

საქართველოს პარლამენტმა 20 ივნისს დაიწყო საკანონმდებლო პაკეტის განხილვა, რომელიც ნარკოდილერების ქონების კონფისკაციას ითვალისწინებს.


”ამ პრობლემის მოსაგვარებლად დამატებითი მექანიზმები გვჭირდება,” – განუცხადა გენერალური პროკურორის მოადგილემ ნიკა გვარამიამ დეპუტატებს. 


კანონპროექტის მიხედვით, ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს 3 წლის ვადით ჩამოერთმევა: სატრანსპორტო საშუალების მართვის; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის; საექიმო საქმიანობის’ პედაგოგიური საქმიანობის; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება; აგრეთვე არჩევითი თანამდებობის დაკავების უფლება.

ხოლო ნარკოტიკების გამსაღებლებს ეს უფლებები სამუდამოდ ჩამოერთმევათ.


ოპოზიციონერი კანონმდებლები მიესალმნენ ამ ინიციატივას, თუმცა განაცხადეს, რომ მხოლოდ ზომების გამკაცრება არ იქნება საკმარისი ნარკოტიკების მოხმარების წინააღმდეგ საბრძოლველად. ისინი ნარკოტიკების ჩანაცვლების პროგრამებისთვის სახელმწიფო დაფინანსების გაზრდას მოითხოვენ.


გაეროსთან არსებული ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო სააგენტოს (INCB) მიერ შარშან გავრცელებულ წლიურ მოხსენებაში ნათქვამია, რომ საქართველოში ოფიციალური მონაცემებით, 275 000 ნარკოტიკების მომხმარებელია; ეს მაჩვენებელი 2003 წელთან შედარებით 80%-ით არის გაზრდილი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version