სააკაშვილი: სანაკოევთან ავტონომიის თაობაზე მოლაპარაკებებს ვიწყებთ

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ თბილისი უახლოეს ხანებში მოლაპარაკებებს დაიწყებს სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან დიმიტრი სანაკოევთან საქართველოს შემადგენლობაში რეგიონის ავტონომიური სტატუსის განსაზღვრის მიზნით.


”უახლოეს თვეებში ეს საკითხი დასრულდება,”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ბაქოში, სუამის სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, საუბარია ყველაზე ფართო ავტონომიურ სტატუსზე.


”საქართველოს აქვს ყველა რესურსი, რომ დროულად მოაგვაროს ეს საკითხი. ჩვენ ამის მუდმივად გადადებას არ ვაპირებთ, რადგან მოთმინება იწურება… ჩვენ გვიყვარს ოსები, ჩვენ მზად ვართ დიდხანს, ძალიან მოთმინებით ვაწარმოოთ ინტეგრაციის პროცესი,”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 



 

Exit mobile version