ბეჟუაშვილისა და ლავროვის დაგეგმილ შეხვედრაზე იმსჯელეს მხარეებმა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიორგი მანჯგალაძემ და მისმა რუსმა კოლეგამ გრიგორი კარასინმა 18 ივნისს სატელეფონო საუბარში მინისტრების გელა ბეჟუაშვილისა და სერგეი ლავროვის შეხვედრის მომზადების საკითხები განიხილეს. თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია როდის შედგება ეს შეხვედრა.


საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, სატელეფონო საუბარი რუსეთის მხარის ინიციატივით გაიმართა.


როგორც მოსალოდნელია, საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ 10 ივნისს ორი ქვეყნის პრეზიდენტებს ვლადიმერ პუტინსა და მიხეილ სააკაშვილს შორის სანკტ-პეტერბურგში განხილული საკითხების დეტალებზე.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version