skip to content
ახალი ამბები

სანაკოევი სამხრეთ ოსეთის მოვლენებზე საერთაშორისო რეაგირებას ითხოვს

სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დიმიტრი სანაკოევმა მოუწოდა საერთაშორისო ორგანიზაციებს უფრო აქტიური პოზიცია დაიკავონ და დაგმონ სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებები.


16 ივნისს კონფლიქტის ზონაში მდებარე სოფელ ქურთაში ჟურნალისტებთან საუბრისას სანაკოევმა განაცხადა, რომ რეგიონის ათზე მეტი სოფელი სარწყავი წყლის გარეშე რჩება იმის გამო, რომ სეპარატისტმა ლიდერმა ედუარდ კოკოითმა მიიღო გადაწყვეტილება წყლის მიწოდების შეწყვეტასთან დაკავშირებით.


”სამწუხაროდ, საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის ეუთო ამ ფაქტს იგნორირებას უკეთებენ… მოვითხოვთ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებმა რეაგირება მოახდინონ ამგვარ ფაქტებზე,” – განაცხადა სანაკოევმა.


მისი თქმით, კოკოითის რეჟიმი ”საფრთხეს უქმნის ჩვენს განვითარებას და მშვიდობას”.


”თავისი პროვოკაციული პოლიტიკით ცხინვალის რეჟიმი მხოლოდ თავის საკუთარ დასასრულს აახლოვებს,”- დასძინა სანაკოევმა.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button