skip to content
ახალი ამბები

საქართველოს და ჩეხეთის პრემიერ-მინისტრებმა თანამშრომლობაზე იმსჯელეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი 13 ივნისს პრაღაში თავის ჩეხ კოლეგას მირეკ ტოპოლანეკს შეხვდა.


შეხვედრაზე მხარეებმა ვაჭრობისა და ეკონომიკის სფეროებში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, იტყობინება საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსაამსახური.


შეხვედრის შემდეგ ნოღაიდელმა განაცხადა, რომ ამჟამად განიხილება რამდენიმე ახალი საინვესტიციო პროექტი, თუმცა დეტალებზე საუბრისგან მან თავი შეიკავა.


ჩეხური მედია იტყობინებოდა მაისში, როდესაც ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოს სტუმრობდა, რომ ჩეხური კომპანიები განიხილავდნენ საქართველოს ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტებში, მათ შორის რკინიგზისა და გზების ქსელში ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობას.


საქართველოს და ჩეხეთის პრემიერ-მინისტრებმა ასევე განიხილეს საქართველოს ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხები, იტყობინება საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსაამსახური.


თუმცა, უცნობია განიხილეს თუ არა მხარეებმა ორ ქვეყანას შორის შესაძლო გარიგება იარაღის შეძენის თაობაზე.


ჩეხეთის თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ მარტინ ბარტაკმა საქართველოში მაისში განხორციელებული ვიზიტის შემდეგ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მოლაპარაკებებს აწარმოებს საქართველოსთან სულ ცოტა ათი L-159 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავის საქართველოსთვის მიყიდვის თაობაზე.


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ასევე შეხვდა ჩეხეთის ”ექსპორტ ბანკის“ პრეზიდენტს იოზეფ ტაუბერს. აღნიშნული ბანკი ჩეხური კომპანია Energo-Pro-ს ფინანსური გარანტორია.


კომპანია გასულ წელს საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო ენერგოკომპანია გახდა მას შემდეგ, რაც ექვსი ჰიდროელექტროსადგური და ორი სადისტრიბუციო კომპანია შეიძინა 132 მილიონ აშშ დოლარად.


ჩეხური ”ექსპორტ ბანკი” ასევე უჭერს მხარს კიდევ ერთ საინვესტიციო პროექტს საქართველოში, რომელიც საავადმყოფოების რეაბილიტაციას და მშენებლობას ითვალსიწინებს და რომელსაც Czech Block a.s.-ის შვილობილი კომპანია Block-Georgia ახორციელებს.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button