საქართველოს და თურქმენეთის პრეზიდენტებმა ურთიერთობებზე იმსჯელეს

პრეზიდენტი სააკაშვილი 10 ივნისს სანკტ-პეტერბურგში დსთ-ს არაფორმალური სამიტის ფარგლებში თავის თურქმენ კოლეგას გურბანგული ბერდიმუხამედოვს შეხვდა, იტყობინება თურქმენეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TDH.


ორმა პრეზიდენტმა ორმხრივი ურთიერთობების საკითხები და ვაჭრობისა და ეკონომიკის სფეროებში შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.


საქართველოს და თურქმენეთის პრეზიდენტებმა ხაზი გაუსვეს საქართველოში თურქმენეთის საელჩოს გახსნის საჭიროებას, იტყობინება TDH. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version