სააკაშვილი საფრანგეთს ეწვევა

პრეზიდენტი სააკაშვილი 13 ივნისს საფრანგეთს სამუშაო ვიზიტით ეწვევა.


ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი შეხვდება თავის ფრანგ კოლეგას ნიკოლა სარკოზის. სააკაშვილი ერთხელ უკვე შეხვდა სარკოზის, როდესაც მას შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა ეკავა. მაისში პრეზიდენტი სააკაშვილი მიესალმა სარკოზის გამარჯვებას საპრეზიდენტო არჩევნებში და განაცხადა, რომ სარზოკი ყოველთვის იყო ”საქართველოს მეგობარი”. მან საფრანგეთის ახლადარჩეულ პრეზიდენტს ”მომავალი გენერალი შარლ დე გოლი” უწოდა. 


ამჟამად, პრეზიდენტი ჩეხეთის რესპუბლიკას სტუმრობს, სადაც ის 11 ივნისს სანკტ-პეტერბურგიდან ჩავიდა. სააკაშვილი ჩეხეთში პრაღაში მდებარე რადიო ”თავისუფლების” მიწვევით იმყოფება.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version