ცხინვალში წყლის დეფიციტი გრძელდება

ქართულმა მხარემ ვერ შეძლო სათანადოთ შეეკეთებინდა წყალსადენი, რის შედეგადაც ცხინვალი კვლავ სასმელი წყლის ნაკლებობას განიცდის, აცხადებს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება.


ოფიციალურმა თბილისმა 7 ივნისს განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის დროებითმა ადმინისტრაციამ დიმიტრი სანაკოევის ხელმძღვანელობით შეაკეთა წყალსადენი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, რითიც წყლის ორკვირიანი კრიზისი დასრულდა.


თუმცა, სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი იტყობინება 9 ივნისს, რომ წყალსადენი მზად არ იყო ექსპლოატაციისთვის.


”შედეგად, წყლის მხოლოდ მცირე ნაწილი, ისიც ჭუჭყიანი, აღწევს ცხინვალამდე,” – აცხადებს კომიტეტი.


თვითგამოცხადებული რეგიონის პრემიერ-მინისტრმა იური მოროზოვმა განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ ვერ შეძლო ”სერიოზული დაზიანებების” შეკეთება წყალსადენის იმ მონაკვეთზე, რომელიც ქართულ სოფლებზე, ხეითზე და კეხვზე გადის.


”გვინდა მივმართოთ საქართველოს ხელმძღვანელობას თხოვნით, ნება დართონ ჩვენ მუშებს შეაკეთონ წყალსადენი,” – განაცხადა მოროზოვმა.


ცხინვალის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ქართულმა მხარემ ოსი მუშები წყალსადენის შესაკეთებლად არ შეუშვა. მათი თქმით, თბილისს სურდა, რომ დროებით ადმინისტრაციას შეეკეთებინა წყალსადენი.


იური მოროზოვმა ასევე განაცხადა, რომ ცხინვალი ცდილობს წყლის მიწოდების ალტერნატიული გზები გამონახოს.


მისი თქმით, სამხრეთ ოსეთის მხარე გეგმავს სულ ცოტა სამი არტეზიული ჭა გათხაროს ცხინვალში და ზნაურის რაიონში წყლის საქაჩი ააშენოს.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version