თურქმენეთი და საქართველო შეთანხმდნენ, შეიქმნას ერთობლივი სამთავრობო კომისია ენერგეტიკის საკითხებში თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, იტყობინება პარლამენტის პრესსამსახური.
ამავე ინფორმაციის თანახმად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის თურქმენეთში 6-7 ივნისს გამართული ვიზიტის დროს ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდივერსიფიკაციის საკითხები იქნა განხილული. ვიზიტის დროს ბურჯანაძე თავის კოლეგას და თურქმენეთის პრეზიდენტს გურბანგულ ბერდიმუხამედოვს შეხვდა.
”თურქმენეთი საქართველოსთვის ენერგეტიკის სფეროში სტრატეგიული პარტნიორი იქნება,” – იტყობინება პარლამენტის პრესსამსახური ბურჯანაძის სიტყვებზე დაყრდნობით.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)