23 მაისს თვითგამოცხადებული აფხაზეთის ლიდერი სერგეი ბაღაფში შეხვდება აშშ-ს ელჩს საქართველოში ჯონ ტეფტს, რომელიც სოხუმს ერთდღიანი ვიზიტით ესტუმრება, იტყობინება დე ფაქტო პრეზიდენტის ვებ-გვერდი.
ამავე ცნობით, შეხვედრაზე განიხილება კონფლიქტის დარეგულირებისა და ქართულ მხარესთან მოლაპარაკებათა განახლების საკითხები.
აფხაზური წყარო ასევე იტყობინება, რომ აშშ-ს ელჩი შეხვდება დე ფაქტო პრემიერ-მინისტრს ალექსანდრე ანქვაბს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი შამბას.