ბურჯანაძე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას

22 მაისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე სამუშაო ვიზიტით პორტუგალიაში გაემგზავრება, სადაც სპეციალური მოხსენებით გამოვა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სამდღიან საგაზაფხულო სესიაზე.


პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ნინო ბურჯანაძე ასევე ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს პორტუგალიის პარლამენტის თავმჯდომარესთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და სხვა ოფიციალურ პირებთან.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version