ცხინვალი და ვლადიკავკაზი ინტეგრაციის საკითხებს განიხილავენ

ცხინვალში თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთისა და ჩრდილოეთ ოსეთის მთავრობათაშორისი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც ინტეგრაციის შემდგომ ნაბიჯებზე იმსჯელეს, იუწყება 18 მაისს სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის.


ამავე ცნობით, ჩრდილოეთ ოსეთის სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის მიზანია თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთთან ერთობლივი სოციალურ-ეკონომიკური, სამეცნიერო-ტექნიკური და კულტურული პროექტების განხილვა 2007-2008 წლებისთვის.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version