ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თბილისში შეხვედრებს მართავს

თბილისში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მაჰდი მოსტაფავი იმყოფება.


საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს მაჰდი მოსტაფავი თავის ქართველ კოლეგას ვალერი ჩეჩელაშვილს და პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს კოტე გაბაშვილს შეხვდება.


18 მაისს კი ირანელი დიპლომატი საგარეო საქმეთა მინისტრთან გელა ბეჟუაშვილთან და ეკონომიკური განვითარების მინისტრთან გიორგი არველაძეთან გამართავს შეხვედრებს.


იგი ასევე მონაწილეობას მიიღებს თბილისში ირანის საელჩოს ახალი შენობის გახსნის ცერემონიალში.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version