ახალგაზრდა მომღერალი სოფო ხალვაში 10 მაისს ევროვიზიის ფინალში გავიდა, სადაც 23 ქვეყნის კონკურენტ წარმომადგენელთან ერთად იბრძოლებს გამარჯვებისთვის.
ევროვიზიის 52-ე კონკურსის ფინალი 12 მაისს შედგება ღონისძიების მასპინძელი ქვეყნის ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში.
ევროვიზიის კონკურსში საქართველო წელს დებიუტანტი ქვეყანაა.