ბენდუქიძე ”მემარჯვენეების” მიერ ინტერფრაქციული ჯგუფის დატოვებას ”უსუსურობად” აფასებს

ეკონომიკური რეფორმების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა კახა ბენდუქიძემ გააკრიტიკა ”ახალი მემარჯვენეების” ლიდერის დავით გამყრელიძის ”პოლიტიკური დემარში” პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფიდან საკუთრების ამნისტირების შესახებ კანონპროექტზე შეუთანხმებლობის გამო.


8 მაისს გამყრელიძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რომ აზრს ვეღარ ხედავს ინტერფრაქციული ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობა მიიღოს, რადგან ”უმრავლესობა არ აპირებს დათმობებზე წასვლას”.


”ოპოზიციის გაღიზიანების მიზეზი გახდა მათი უსუსურობა და აბსოლუტური უუნარობა რეალურად პოლიტიკური მხარდაჭერა მოიპოვონ ხალხში. გარდა ამის კიდევ ერთი მიზეზი, რომელიც არის საწყისი მიზეზი, არის წარმატებული პოლიტიკა, რასაც ახორციელებს საქართველოს მთავრობა,”- განაცხადა დღეს ბენდუქიძემ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.


იგი ერთ-ერთი ავტორია იმ კანონპროექტის, რომელიც საკუთრების დამატებითი გარანტიების შექმნას ეხება. თუმცა კანონპროექტი მიუღებელი აღმოჩნდა დავით გამყრელიძისთვის და სხვა ოპოზიციონერებისთვის, რადგან ის შესაძლოა არ გავრცელდეს იმ ქონებაზე, რომელსაც ამჟამად ედავებიან კერძო მესაკუთრეებს.   


 

Exit mobile version