საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი გასულ ღამეს საქართველოში მას შემდეგ დაბრუნდა, რაც 19 აპრილს ჰიუსტონში გულის ოპერაცია წარმატებულად ჩაუტარდა.
ოპერაციის დროს პრემიერ-მინისტრს გულის ერთ-ერთ სარქველი გადაუნერგეს. ნოღაიდელი, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირას შეუდგება თავისი მოვალეობების შესრულებას.