არასამთავრობო ორგანიზაციების გამოფენაზე სამოქალაქო სექტორის ”მეგობრები” დაჯილდოვდნენ

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამოფენა-ფორუმის ფარგლებში, რომელიც 4 მაისს თბილისში გაიხსნა, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის სამოქალაქო სექტორის ხუთი ”მეგობარი” დაჯილდოვდა.


ამ საპატიო ჯილდოების მფლობელები გახდნენ განათლების მინისტრი ალექსანდრე ლომაია, რომელიც 2004 წელს მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნამდე არასამთამთავრობო სექტორის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენელი იყო; კინოკრიტიკოსი გიორგი გვახარია; ”კავკასიის სახლის” ხელმძღვანელი ნაირა გელაშვილი; ფონდ ”ღია საზოგადოება – საქართველოს” ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ჩაჩხუნაშვილი დას ომი ქერი, რომელიც 90-იან წლებში ამერიკის საეჩოს საზოგადოებრივ საქმეთა ოფიცრად მსახურობდა. 


ფორუმში, რომელიც სამოქალაქო ინიციატივების ცენტრის, საქართველოს გაეროს ასოციაციის და პარტნიორები – საქართველოს ორგანიზებით იმართება 70-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია მონაწილეობს, რომელთაც ბოლო ორი წლის განმავლობაში უკვე მეორედ მიეცათ უნიკალური შესაძლებლობა ფართო საზოგადოებას წარმოუჩინონ თავიანთი საქმიანობა.


 


This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version