დღეს თბილისში იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მასაკაზუ სეკიგუჩის და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გელა ბეჟუაშვილის შეხვედრა გაიმართა, სადაც მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი განიხილეს, მათ შორის იაპონური ინვესტიციის მოზიდვის საკითხი.
საგარეო უწყების ცნობით, მხარეებმა ასევე გამოხატეს ინტერესი რეგიონული ორგანიზაცია სუამის იაპონიასთან თანამშრომლობის მიმართ და შეთანხმდნენ ამ მხრივ ურთიერთობების გააქტიურებაზე.