ბუში მიესალმება საქართველოს წვლილს ერაყში

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა 1 მაისს განაცხადა, რომ იგი აფასებს საქართველოს გადაწყვეტილებას 2 000-მდე გაზარდოს თავისი სამხედრო კონტინგენტი ერაყში კოალიციური ძალების ფარგლებში.


ფლორიდაში აშშ-ს ცენტრალური სარდლობის შტაბბინაში გამოსვლისას ბუშმა განაცხადა, რომ ერაყიდან ძალების ძალიან მალე გამოყვანას უარყოფითი გაგრძელება მოყვება რეგიონსა და მსოფლიოში.


ამჟამად, საქართველოს დაახლოებით 850 სამხედრო ჰყავს ერაში და ერთ სულ მოსახლეზე გათვლებით, ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს კოალიციურ ძალებში. ქვეყანა გეგმავს ივნისისთვის თავისი სამხედრო კონტინგენტი 2 000-მდე გაზარდოს.    

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version