საქართველოს გენერალური პროკურორი აზერბაიჯანის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი, რომელიც ორდღიანი სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფება, დღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა და ორმხრივი ურთიერთობების საკითხი განიხილა, იტყობინება აზერბაიჯანული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ”აზერტაგი”.


ამავე ინფორმაციის თანახმად, პრეზიდენტმა ალიევმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და აზერბაიჯანის სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version