ბეჟუაშვილი ბრიუსელში იმყოფება

27 აპრილს  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი სამდღიანი ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა, სადაც  28-29 აპრილს მონაწილეობას მიიღებს ”ბრიუსელის ფორუმში” – გავლენიანი  ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკური და ინტელექტუალური ლიდერების ყოველწლიურ შეხვედრაში.


საგარეო უწყების ცნობით, ფორუმის ფარგლებში მინისტრი შეხვდება ევროკომისარს საგარეო ურთიერთობებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ბენიტა ფერერო-ვალდნერს და ევროკომისარს ენერგეტიკის საკითხებში ანდრის პიბალგს.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version