პარლამენტი საბიუჯეტო ცვლილებების განხილვას იწყებს

პარლამენტის ფრაქციებსა და კომიტეტებში იწყება 2007 წლის ბიუჯეტში ცვლილებების განხილვა, რომლის თანახმადაც სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები და გრანტები 623 მლნ ლარით იზრდება, ხარჯები კი – 641 მლნ-ით.


კანონპროექტის თანახმად, რომელიც მთავრობამ ამ დღეებში შეიტანა პარლამენტში, გაზრდილი თანხები იმავე პრიორიტეტების მიხედვით განაწილდება, როგორც ეს მიმდინარე წლის ბიუჯეტით არის განსაზღვრული.


ბიუჯეტის ზრდა განაპირობა გადასახადებიდან ამოღებულმა და პრივატიზაციიდან შემოსულმა დამატებითმა თანხებმა.


თუმცა ოპოზიცია პროტესტს გამოთქვამს იმის გამო, რომ ბიუჯეტის პროექტით არ ჩანს კონკრეტულად რა სფეროებზე გადანაწილდება ხარჯები და არც ის, თუ საიდან გაჩნდა ნახევარ მილიარდზე მეტი თანხა 4 თვის წინ დამტკიცებულ პარამეტრებთან შედარებით.          

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version