მერაბიშვილი რუსეთის ვიცე-პრემიერს საქართველოზე მეტი პატივისცემით საუბარს ურჩევს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი რუსეთის პირველ ვიცე-პრემიერს სერგეი ივანოვს, რომელიც ქართულ დემოკრატიაზე კრიტიკულად საუბრობს, მეტი პატივისცემისაკენ მოუწოდებს.


გაზეთ ”Financial times”-თვის მიცემულ ინტერვიუში სერგეი ივანოვმა განაცხადა, რომ საქართველოსა და უკრაინის მაგალითები დემოკრატიის იდეას ძირს უთხრიან და სასაცილოდ არ ყოფნით რუსეთში, როცა ”ჩვენ გვეუბნებიან, რომ ეს დემოკრატიის ნიმუშებია… ხალხი ხომ ხედავს, ბოდიშს ვიხდი უხეშობისთვის, ამ ბარდაგს , ამ ქაოსს და იტყვიან: არ გვჭირდება ჩვენ არანაირი დემოკრატია”.


“თუ ბატონი ივანოვი ბარდაგში გულისხმობს დემოკრატიას, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოში უფრო მეტი დემოკრატიაა. თბილისის ქუჩებში ”სქინჰედები” არ დადიან, პოლიტიკურ ოპონენტებს და ჟურნალისტებს არ კლავენ და არ წამლავენ, ყოველ ფეხის ნაბიჯზე პოლიციელები არ სძალავენ საქართველოს მოქალაქეებს და ჩამოსულ სტუმრებს ფულს, ქართულ არმიაში აღარ არის ”დედოვშინა” და ყველაფერ ამ და სხვა რამის გათვალისწინებით მინდა ვურჩიო ივანოვს, რომ ამის შემდეგ საქართველოზე დიდი პატივისცემით ისაუბროს,”- განუცხადა ჟურნალისტებს ვანო მერაბიშვილმა 22 აპრილს რუსი კოლეგის საპასუხოდ. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version