ბეჟუაშვილი: უახლოეს მომავალში საქართველო მზად იქნება შეუერთდეს MAP-ს

უახლოეს მომავალში საქართველო მზად იქნება შეუერთდეს ნატო-ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმას (MAP), განაცხადა 18 აპრილს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან ხოსე ლელოსთან შეხვედრის დროს.


შეხვედრაზე ასევე განიხილეს კონფლიქტების მოგვარებისა და საქართველოში მიმდინარე რეფორმების საკითხები, იტყობინება საგარეო უწყება. 


ხოსე ლელო დღეს ეწვია საქართველოს და უკვე გამართა შეხვედრები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან და ასამბლეის ქართულ დეპუტაციასთან.


იგი მონაწილეობას მიიღებს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 65-ე როუზ- როსის სემინარში სახელწოდებით ”საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე”, რომელიც თბილისში 19-21 აპრილს გაიმართება.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version