კოკოითი შსკ-ს საქმიანობაში პრობლემებზე საუბრობს

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) ოსური მხარის წარმომადგენლებს შეხვდა და  მოლაპარაკებების პროცესთან დაკავშირებული პრობლემები და ამ პროცესში შსკ-ს როლი განიხილა.  


”ხარვეზები შსკ-ს საქმიანობაში, უდაოდ, არსებობს, მაგრამ მთლიანობაში სტრატეგიული ხაზი შენარჩუნებულია… ნათელია, რომ ჩვენთან მიმართებაში მცდელობა არის ორმაგი სტანდარტების გამოყენების და ამ პირობებში მოლაპარაკებების პროცესი რთულდება”, – იუწყება ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი 17 აპრილს დე ფაქტო პრეზიდენტის სიტყვებზე დაყრდნობით.


შსკ-ს ოსური მხარის თანათავმჯდომარემ ბორის ჩოჩიევმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ უახლოეს ხანებში შსკ-ს ფარგლებში კონსულტაციები იგეგმება.


მიუხედავად იმისა, რომ თბილისი შსკ-ს ფორმატს არაეფექტურს უწოდებს, მაინც მონაწილეობს კომისიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version