პოლონეთის პრეზიდენტი საქართველოს ეწვევა

15 აპრილს საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი ეწვევა.

 

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, 16 აპრილს დაგეგმილია პოლონეთის და  საქართველოს პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა, რის შემდეგაც ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.

 

ვიზიტის ფარგლებში პოლონეთის პრეზიდენტი ასევე შეხვდება პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს. 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version