ოპოზიციური ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა 17 აპრილს საყოველთაო ეროვნული გაფიცვისაკენ მოუწოდა მოთხოვნით გადადგეს პრეზიდენტი და დაიშალოს პარლამენტი.
”რადგანაც ისინი არიან იმ სტადიაში, როდესაც არაფრის შეცვლა არ შეუძლიათ, გარდა უარესობისა,” – განაცხადა დღეს საგანგებო ბრიფინგზე შალვა ნათელაშვილმა.
მან ყველა დასაქმებულ მოქალაქეს სოციალური უკმაყოფილების მოტივით მოუწოდა სამშაბათს დილის 9 საათიდან 12 საათამდე შეუერთდეს გაფიცვას.
”ეს იქნება ჩვენი ერის კონსოლიდაციისათვის გენერალური რეპეტიცია იმ დიდი ბრძოლების წინ, რომელიც გველოდება და რომელიც აუცილებლად დამთავრდება ხალხის გამარჯვებით,”- განაცხადა ლეიბორისტების ლიდერმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)