ოპოზიციური კონსერვატიული პარტია მოითხოვს 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის საარჩევნო ბარიერის 7-დან 4%-მდე დაწევას და კონკრეტული თარიღის – ნაკიანი წლის ნოემბრის პირველი კვირა დღის – განსაზღვრას ყოველი მორიგი არჩევნების ჩასატარებლად.
წინადადებები, რომელიც დღეს კონსერვატიული პარტიიდან დეპუტატებმა კახა კუკავამ და ზვიად ძიძიგურმა საგანგებო ბრიფინგზე გაახმოვანეს, ასევე მოიცავს მაჟორიტარული წესით პარლამენტის არჩევნების მრავალმანდატიანი ოლქების ნაცვლად ერთმანდატიან ოლქებში ჩატარებას.
”პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ 2008 წლის არჩევნები ჩატარდეს ნამდვილი დემოკრატიული სტანდარტებით,”- განაცხადა 12 აპრილს კახა კუკავამ.
საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე აღნიშნული წინადადებები პარლამენტის ინტერფრაქციულ ჯგუფს გადაეცემა განსახილველად.
”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, ”ლეგიტიმურია” ბარიერის დაწევის შესახებ დისკუსიის გამართვა, თუმცა დანარჩენ ცვლილებებს მან ”არასერიოზული” უწოდა.