ბეჟუაშვილი სამუშაო ვიზიტით უკრაინაში იმყოფება

30-31 მარტს უკრაინაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი შეხვდა უკრაინის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ იანუკოვიჩს და ხვალ ასევე შეხვდება თავის კოლეგას არსენი იაცენიუკს.


საგარეო უწყების ცნობით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ვიქტორ იანუკოვიჩი 2007 წლის ივნისში ესტუმრება თბილისს, რომლის დროსაც ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების თანათავმჯდომარეობით გაიმართება ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისო კომისიის მორიგი სხდომა.


მხარეებმა აგრეთვე განიხილეს სუამის ფორმატში საქართველოსა და უკრაინის თანამშრომლობის პერსპექტივები, კერძოდ, საუბარი შეეხო მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს ბაქოში დაგეგმილ სუამის სამიტს.


 



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version