თბილისში ნატოს გენერალური მდივნის წარმომადგენელი ჩამოდის

თბილისში 28-31 მარტს სამდღიანი ვიზიტით სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი რობერტ სიმონსი ჩამოდის.


საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში რობერტ სიმონსი შეხვედრებს ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართავს. 29 მარტს  დაგეგმილია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გელა ბეჟუაშვილის და რობერტ სიმონსის შეხვედრა. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version