პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით, მან გასულ კვირას აშხაბადში ვიზიტის დროს განიხილა თურქმენული ენარგომატარებლების აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით დასავლეთში ტრანსპორტირების შესაძლებლობა.
”სამხრეთ კავკასიის სატრანზიტო დერეფანი უნდა იყოს ყველაზე მოკლე, ყველაზე ეფექტიანი და იაფი გზა ტვირთების ტრანზიტისათვის ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის, მოგვიანებით კი – შორეულ აღმოსავლეთსა და ევროპას შორის”, – განაცხადა 27 მარტს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, ამ პროექტის მნიშვნელოვანი მონაწილე უნდა გახდეს ასევე ყაზახეთიც.
ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხების განხილვის მიზნით ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი კარიმ მასიმოვი საქართველოში ვიზიტს 4 აპრილს გეგმავს, განაცხადა 27 მარტს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბაჟუაშვილმა.