ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებებმა ”ქართული დასი”, ”ჩვენ თვითონ”, ”ეროვნული ფორუმი”, ”მოძრაობა ”პენსიონერთა პარტია” და არასამთავრობო ორგანიზაცია ”ადამიანის უფლებათა დაცვის ასოციაციამ” შექმნეს საპროტესტო აქციების საორგანიზაციო კომიტეტი.
კომიტეტის ორგანიზებით დღეს და გუშინ თბილისის მერიასთან ხელისუფლების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები გაიმართა, სადაც ძირითადად სოციალური ლოზუნგები დომინირებდა, მათ შორის გაზის ტარიფის გაძვირების და ისტორიულ უბნებში მოსაკრებლების შესაძლო დაწესების წინააღმდეგ.
პოლიტიკური პარტია ”ქართული დასის” ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ 18 აპრილს ”სივილ ჯორჯიას” განუცხადა, რომ საპროტესტო აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს, რომელსაც კოორდინაციას საორგანიზაციო კომიტეტი გაუწევს.