რუსული ბაზების გაყვანის პროცესი განახლდა

23 მარტს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ქართული და რუსული მხარეების მონაწილეობით გაიმართა შეხვედრა, სადაც საქართველოდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის პროცესში 2007 წელს გასატარებელ  ღონისძიებებზე იმსჯელეს.


თავდცავის სამინისტროს ცნობით, გეგმის მიხედვით ახალქალაქის რუსული სამხედრო ბაზა შემოდგომამდე დაიხურება. ხოლო ბათუმში დისლოცირებული რუსული სამხედრო ბაზიდან მძიმე ტექნიკის გაყვანა მიმდინარე წლის განმავლობაში განხორციელდება.

საბოლოოდ რუსეთის სამხედრო ბაზების საქართველოდან გასვლის პროცესი 2008 წელს დასრულდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version