მმართველი პარტია მედიის მიერ სასამართლო პროცესის გაშუქებას აკრიტიკებს

ტელეკომპანიების უმეტესობამ არასრულწლოვანი გიორგი ზერეკიძის სასამართლო პროცესი და მის შემდეგ განვითარებული მოვლენები მიკერძოებულად გააშუქა, განაცხადა დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობიდან ნიკა გვარამიამ 20 მარტს.


სააპელაციო სასამართლოს განაჩენმა, რომლის მიხედვითაც გიორგი ძერეკიძის პატიმრობის ვადა 10-დან 7 წლამდე შეუმცირდა, ამ უკანასკნელის ნათესავების და არასამთავრობო ორგანიზაცია ”თანასწორობის ინსტიტუტის” აქტივისტების აღშფოთება გამოიწვია. შედეგად, სასამართლო პროცესი მანდატურებთან შეხლა-შემოხლით დასრულდა.


”თანასწორობის ინსტიტუტის” აქტივისტს ჯაბა ჯიშკარიანს, რომელიც მანდატურებმა დააკავეს, ერთთვიანი პატიმრობა მიესაჯა სასამართლოს შეურაცხყოფისა და სასამართლო დარბაზში წესრიგის დარღვევის გამო. კიდევ რამდენიმე აქტივისტი ამ ჯგუფიდან, მათ შორის ყოფილი სახელმწიფო მინისტრი გიორგი ხაინდრავა 500 ლარით დაჯარიმდა. იგივე რაოდენობის ჯარიმა დაეკისრა რესპუბლიკური პარტიის წევრს თინა ხიდაშელს.


პრესკონფერენციაზე საუბრისას ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ჩხუბი სასამართლო დარბაზში მას შემდეგ დაიწყო, რაც პროკურორს შეურაცხყოფა მიაყენეს, ”თუმცა არც ერთმა ტელეკომპანიამ ეს ეპიზოდი არ გააშუქა”.


მისი თქმით, 19 მარტს მომხდარი მოვლენების გაშუქებისას ამ, მისი თქმით, ”ტრივიალურმა სასამართლო პროცესმა” გადაფარა უფრო მნიშვნელოვანი მოვლენები, მათ შორის პრეზიდენტ სააკაშვილის შეხვედრა სამხრეთ ოსეთის ალტერნატიულ ლიდერთან დიმიტრი სანაკოევთან.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version