თბილისი ენერგეტიკულ კონფერენციას უმასპინძლებს

თბილისი 22-23 მარტს საქართველოს ნავთობის, გაზის, ინფრასტრუქტურის და ენერგეტიკის მეექვსე საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს, რომელშიც აზერბაიჯანის, ყაზახეთის, თურქეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას, იტყობინება საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო.


კონფერენცია ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს გავლით ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების პოტენციალზე და ასევე თანამშრომლობაზე საქართველოს, აზერბაიჯანს, თურქეთს, ყაზახეთსა და უკრაინას შორის.


კონფერენციაზე ასევე იქნება განხილული საქართველოს ინფრასტრუქტურის, მათ შორის პორტების, რკინიგზის, ტელეკომუნიკაციების და სადაზღვევო სფეროებში პოტენციური ინვესტირების საკითხები, იტყობინება საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო.
 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version