თბილისი აფხაზეთში დაკავებული სამი ქართველი აქტივისტის გათავისუფლებას მოითხოვს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას და ადამიანის უფლებათა დამცველ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას გამოიყენონ ”მათ ხელთ არსებული ზეწოლის ყველა საშუალება” 1 მარტს აფხაზური მხარის მიერ დაკავებული სამი ქართველი აქტივისტის გასათავისუფლებლად.


15 მარტს გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში თბილისი კიდევ ერთხელ ”უკიდურეს შეშფოთებას” გამოთქვამს აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. სამართალდამცავების მიერ სტუდენტური აქციის მონაწილე სამი მშვიდობიანი მოქალაქის ”გატაცებისა და უკანონო პატიმრობაში ყოფნასთან დაკავშირებით”.


დაკავებულებს სოხუმი ”სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში” სდებს ბრალს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version